მენიუ
News

საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებულმა ანსამბლმა I ადგილი მოიპოვა

 

14-26 აგვისტოს ჩეხეთის რამდენიმე ქალაქში (ჩერვენი, კოსტელეცი და ლიპტალი) იუნესკოს ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი ფოლკლორულ ანსამბლებს შორის. 

ფესტივალში მონაწილეობდა  მსოფლიოს 14 ქვეყნის (საქართველო, მექსიკა, კოლუმბია, ვენესუელა, შოტლანდია, იტალია, სერბეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ტაილანდი, ტაივანი, ინდოეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი) 17 ფოლკლორული ანსამბლი. 

საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლი I ადგილის მფლობელი გახდა (ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი - დავით უგრეხელიძე, ქორეოგრაფი - ინეზა კუპრეიშვილი, ლოტბარი - დავით რატიანი, ხელმძღვანელი, ცენტრის დირექტორი - ბადრი მაჭავარიანი). II ადგილი ჩეხეთს, ხოლო III ადგილი მექსიკას მიენიჭა. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ანსამბლს დაარსებიდან 40 წელი უსრულდება. 

ვულოცავთ თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებულ ანსამბლს ამ დიდ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე.

 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.