საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სხდომა ოქმი № 8 24 მაისი, 2023, 15:00 საათი, თბილისი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხდომას ესწრებოდნენ შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის საზღვაო აკადემია; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ალტე უნივერსიტეტი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი; საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; საქართველოს უნივერსიტეტი; ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი; ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი; ევროპის უნივერისტეტი; საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაცია გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღის წესრიგი: უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წახალისება; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის წახალისება; უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ღონისძიებებისა და ჩარიცხვის პროცედურების დახვეწა; უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დივერსიფიცირება; სამედიცინო განათლება და შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლები; დისტანციური სწავლება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების გადახედვა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსის გათავისუფლება და ახალი სამდივნოს უფროსის დანიშვნა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს რეფერენტის თანამდებობის შემოღება და კანდიდატურის დანიშვნა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ხარისხის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის გათავისუფლება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა რექტორთა კონფერენციის წესდების რედაქციის ცვლილება რეგიონული უნივერსიტეტების რექტორების კონფერენციის რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებისთვის კონფერენციის მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად შესატანის განსაზღვრა მიმდინარე საკითხები: რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის საგადასახადო მიზნებისთვის შემოსავლების სამსახურიდან კოდის მინიჭების საკითხი; რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის საბანკო ანგარიშის გახსნა; რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სიმბოლოების და ატრიბუტების საკითხი - ლოგო და ლოგოს შექმნისთვის კონკურსის გამოცხადება, ბლანკი, ბეჭედი, ვებგვერდი; საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-8 სხდომა გახსნა რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. კონფერენციას ესწრებოდნენ და მოწვეულნი იყვნენ: საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ამილახვარი, საქართველოს განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონფერენციის წევრი საქართველოს 33 აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები, რექტორის მოადგილეები, კანცლერები, ასევე კონფერენციის არაწევრი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დ. გურგენიძე მიესალმა ამ ფორმატში მონაწილე დამსწრე საზოგადოებას. მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს ბატონ გიორგი ამილახვარს კონფერენციაზე დასწრების სურვილისთვის და შესაძლებლობისთვის და აღნიშნა რომ მინისტრის დასწრება ამ შეხვედრაზე მეტად აძლიერებს რექტორთა კონფერენციის უფლება-მოვალეობებს. იმედი გამოთქვა, რომ შედეგად ყველა გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კონფერენციის დროს, მეტად სწრაფად და მარტივად იქნება გაანალიზებული. ბატონმა დავითმა გააცნო კონფერენციის წევრებს დღის წესრიგი და აღნიშნა, რომ კონფერენციაზე ამ საკითხების განხილვის პროცესში მინისტრის დასწრება მნიშვნელოვანია. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ამილახვარი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მისასალმებელი და კარგია ასეთ ფორმატში შეკრება. მან მადლობა გადაუხადა ბატონ ჯაბა სამუშიას მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რომ პირველად, რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას საქართველოს პირველ ალმა მატერში ესწრება. ბატონმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბატონ დავით გურგენიძეს ამ კონფერენციის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ბატონი დავითი არჩეულ იქნა 2023 წელს, მე-7 საერთო კრებაზე კონფერენციის თავმჯდომარედ და მას წარმატება უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ სამინისტროში შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა და სურვილი, რომ ნებისმიერ უმაღლეს განათლების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან ერთად ყოფილიყო განხილული და მიღებული. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის და ჩამობრძანებისთვის რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და დასძინა, რომ გამიზნული არჩევანია კონფერენციაში ყველა უმაღლესი დაწესებულების მოწვევა, მიუხედავად იმისა არიან თუ არა კონფერენციის წევრები. მინისტრმა აღნიშნა, რომ არის შემუშავებული დღის წესრიგი, რომელსაც მიყვება კონფერენცია და ბატონი გიორგი თავის მხრივ გააზიარებდა სამინისტროში შემუშავებულ მოსაზრებებს წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ; -“განიხილება ყველაზე ხშირად წინ წამოწეული საკითხები”. ბატონმა დავით გურგენიძემ საკითხების წარდგინებამდე სიტყვა გადასცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს - აკადემიკოსს ჯაბა სამუშიას, რომელიც მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მოწვეულ სტუმრებს და კონფერენციის წევრ უნივერსიტეტის რექტორებს. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შეხვედრების არსებულ ფორმატში გაგრძელება და რომ წარმატებას უსურვებდა კონფერენციას და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. საკითხი 1: უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგნმანათლებლო პროგრამების წახალისება; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის წახალისება; ბატონმა გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ უმაღლეს განათლებაში აქტიურად უნდა გაიხსნას კარები და მეტი დასავლური ხარისხის განათლება შემოვიდეს, რადგან მხოლოდ სპეციფიკური მიმართულება და მხოლოდ ლოკალური პროგრამები წლების შემდეგ, უმაღლესი განათლების მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფს. „უმაღლეს განათლებას პრაქტიკულად საზღვრები არ აქვს მსოფლიოში“- აღნიშნა ბატონმა მინისტრმა და დასძინა, რომ წარმომავლობა და დისტანციური სწავლების კომპონენტები განმსაზღვრელია, ორმაგი ერთობლივი პროგრამები კი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. სწორედ ამ მიმართულებით გამოთქვა მხარდაჭერის მზაობა მინისტრმა. ბატონმა გიორგიმ წარადგინა ხედვა, რაც გულისხმობს სამინისტროს მიერ მექანიზმის ან/და პროექტის შექმნას, რომელიც მიზნობრივად მხარს დაუჭერს უნივერსიტეტებს ორმაგი და ერთობლივი პროგრამების მეტად წახალისებაში, რაც გამოიხატება შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებში: ფინანსური, მეთოდოლოგიური და ადამიანური რესურსი. მისი თქმით, სწორედ ეს მონაცემები დაეხმარებათ უნივერსიტეტებს ინტენსიურად, მეტი ორმაგი პროგრამები დანერგონ, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო დონეზე. ხაზი გაესვა, რომ საჭიროა, უნივერსიტეტების მხრიდან იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომელიც ამ პროცესის წარმართვას და განხორციელებას დასჭირდება. მხოლოდ ამის შემდგომ, იდენტიფიცირებულ საკითხებზე დაყრდნობით შეიქმნება პროექტი. რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საკითხს, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო განათლებით უცხოელი სტუდენტების მოზიდვას თავისი რესურსი აქვს და ლიმიტირებულია. ამიტომ სხვა პროგრამებზეც უნდა მოხდეს არჩევანის გაკეთება, შედეგად სხვა მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი უცხოელი სტუდენტების მოზიდვა. შესაბამისი მექანიზმის შექმნა და ცვლილების მიღება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია. ამ საკითხთზე აზრი გამოთქვა ბატონმა დავით გურგენიძემ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის პროგრამები, რომელზეც უცხოელი სტუდენტები სწავლობენ და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სამინისტროს მხარდაჭერა. აკაკი წერეთელის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არის ოთხი უცხოენოვანი საბაკალავრო პროგრამა და მხარდაჭერა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებით ასევე აზრი გამოთქვა ირაკლი ბრაჭულმა - საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების პროფილების განსაზღვრა; ამ მიზნით, ანდრია პირველწოდებულის საპატრიარქოს უნივერსიტეტმა შეიმუშავა კიბერუსაფრთხოებისა და ბიზნეს-ინფორმატიკის თანამედროვე სამაგისტრო პროგრამები აშშ-სთან პარტნიორობით. წარმოდგენილ განსახილველ საკითხებზე შეჯერების სახით მინისტრმა განაცხადა, რომ მონახაზს შექმნიდა, რისი დახმარებითაც განისაზღვრებოდა რა მიმართულებით შეძლებდა სამინისტრო უნივერსიტეტების მხარდაჭერას ინტერნაციონალიზაციის საკითხებში. სამაგისტრო დონეზე განისაზღვრებოდა ის მიმართულებები, სადაც შესაძლებელია ერთწლიანი პროგრამა ერთობლივი ფორმატი გახდეს. სადოქტორო კომპონენტის მხარდამჭერი მიმართულებები უნდა იყოს გათვალისწინებული ერთობლივი პროგრამის ფორმატით, სტანდარტების გათვალისწინებით. უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით, ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი ჩარიცხვის კომისია შექმნილია და განხილულია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხები ეკონომიკური საბჭოს ფორმატში. მოზიდვის ღონისძიებებისა და ჩარიცხვის პროცედურების დახვეწა - ეს არის მნიშვნელოვანი, საინტერესო და საჭირო საკითხი, რომლის განხილვა აუცილებელია და ახლავს დიდი გამოწვევები. საჭიროა ხარისხის და სტანდარტების შენარჩუნება, რასაც საერთაშორისო აღიარება სდევს თან. ხაზგასმულ იქნა, რომ ეს მიმართულება, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის არის სტუდენტის ენის ცოდნის დადასტურების კომპონენტი და სამედიცინო სფეროში კლინიკური სწავლის კომპონენტი. ნებისმიერი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს წარდგენილი და განხილული ერთიან ჭრილში, მოქნილი პროცედურა კი ენის ცოდნის ხარისხის დასადგენად უნდა შემუშავდეს უნივერსიტეტებზე მორგებულ ფორმატით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, აზრი გამოთქვეს: შალვა კირთაძემ, გია კავთელიშვილმა, ზურაბ ვადაჭკორიამ, მერაბ ხალვაშმა, ირაკლი ბრაჭულმა, კახა შენგელიამ, ზურაბ ვადაჭკორიამ, ზაზა რუხაძემ, ნინო დობორჯგინიძემ, ნინო ენუქიძემ, მიხეილ გურგენიძემ. საკითხი 2: დისტანციური სწავლება განიხილულ იყო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული კომპონენტები; მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე განათლების სისტემაში ინტეგრირებას და გამოცდილებას მოაქვს ცოდნა და ჰუმანური რესურსი. შედეგად ნიშა შეიძლება შემუშავდეს ერთობლივ პროგრამებში, უცხოელი სტუდენტებისთვის პროგრამების დივერსიფიკაციისა და ონლაინ კურსების გახსნის საკითხში. აზრი გამოთქვეს: კახა შენგელიამ, ზურაბ ვადაჭკორიამ, მიხეილ გურგენიძემ. საკითხი 3: უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების გადახედვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორი მიმართულების დასარეგულირებლად საჭიროა სამომავლოდ სამი კომპონენტის განხილვა: სკოლაში შეფასების მექანიზმის შექმნა; 2.საგრანტო პოლიტიკა დაფინანსების ჭრილში, რაც კავშირშია პროგრამების თვითღირებულებასთან; 3.უნივერსიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების განსაზღვრა; საკითხი 4: რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსის გათავისუფლების და ახალი სამდივნოს უფროსის არჩევის შესახებ. ბატონმა დავით გურგენიძემ დააყენა საკითხი რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსის გათავისუფლების და ახალი სამდივნოს უფროსის არჩევის შესახებ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა კენჭი უყარეს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსის ქალბატონი მზექალა აჭაიძის გათავისუფლებას. წევრებმა ერთხმად აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის რექტორის მრჩეველი ბატონი კონსტანტინე ბასილაშვილი საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსად (წინააღმდეგი არც ერთი წევრი იყო და თავი არც ერთმა წევრმა შეიკავა). საკითხი 5: სამდივნოს რეფერენტის თანამდებობის შემოტანის საკითხის წარდგენა. ბატონმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მიმართულებით, შეიქმნას სამდივნოს რეფერენტის პოზიცია. აქვე დასძინა, რომ არჩევა რეფერენტს არ ესაჭიროება, და დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს. ბატონმა დავითმა წარუდგინა კონფერენციის წევრებს სტუ-ს რექტორის რეფერენტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ნატო მახათაძე ამ პოზიციაზე. საკითხი 6: ხარისხის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის გათავისუფლება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა. ბატონმა თავმჯდომარემ დააყენა კენიჭისყრაზე ხარისხის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის გათავისუფლების და ახალი ხელმძღვანელის არჩევის საკითხი, კერძოდ ქალბატონი ირმა გრძელიძის გათავისუფლების და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ხარისხის თემატური ჯგუფის ახალი ხელმძღვანელის არჩევის საკითხი. კანდიდატად წარადგინა თსუ-ს ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი. წევრებმა კენჭი უყარეს ქალბატონ ირმა გრძელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს, აირჩიეს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ხარისხის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თსუ-ს ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი. (წინააღმდეგი არც ერთი წევრი იყო და თავი არც ერთმა წევრმა შეიკავა). საკითხი 7: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ; საკითხის წარსადგენად ბატონმა დავით გურგენიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურის უფროსს, ასოცირებულ პროფესორს ბატონ თამაზ ურთმელიძეს გადასცა სიტყვა. ბატონმა თამაზმა აღნიშნა, რომ რექტორთა კონფერენციას არ აქვს საშუალება შეაგროვოს თანხა. რექტორთა კონფერენცია არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი, სადაც ყოველწლიურად საჭიროა წევრობის შესატანის გაკეთება, და გადასახადის რაოდენობა იცვლება. ასეთი ხარჯებისათვის საჭიროა მოხდეს თანხების აკუმულირება. რექტორთა კონფერენციის დებულების ჩანაწერი კი არ უშვებს ასეთი თანხების აკუმულირების საშუალებას. ამიტომ შემოთავაზებული გვაქვს შემდეგი ცვლილება; კონფერენციის საწესდებო მიზნების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა უნდა დაადგინონ და შეიტანონ შესატანი საერთო კრების გადაწყვეტილებით; კონფერენცია მიიღებს გადაწყვეტილებას რა სახის და რა რაოდენობის შესატანზეა საუბარი. ბატონმა თამაზმა აღნიშნა, რომ დებულებაში ასევე წერია, რომ კონფერენციას შეუძლია მხოლოდ გარკვეული ორგანიზაციების და დაწესებულების მიღება კონფერენციის ასოცირებულ წევრად. არ არის გათვალისწინებული ისეთი სუბიექტების გაწევრიანება, როგორიც არის ასოციაცია, ამხანაგობა და ა.შ. რეგიონალური უნივერსიტეტების ასოციაციამ მიმართა კონფერენციას გაწევრიანების შესახებ. რეგიონალური უნივერსიტეტების ასოციაცია არსებობს შემდეგი ფორმით - ერთობლივი საქმიანობის. ამ ასოციაციის გაწევრიანებისთვის კი საჭიროა კიდევ ერთი ცვლილება. როგორც აღნიშნა თ. ურთმელიძემ „ეს ცვლილებები მოხსნის იმ პრობლემებს, რომელიც ამ წუთას უდგას კონფერენციას“ და სთხოვა ამასთან დაკავშირებით მხარდაჭერა კონფერენციის წევრებს. ბატონმა თავმჯდომარემ - დავით გურგენიძემ განმარტა, რომ კონფერენციის საბანკო ანგარიშის გახსნისთვის კონფერენციას უნდა ეწოდოს ასოციაცია. აღინიშნა, რომ ამ ცვლილებების შემდეგ ასოციაციის სახელით გაიხსნება ანგარიში ბანკში, სადაც მიღებულ იქნება საგადასახადო მიზნებისათვის კოდი. ბატონმა თ. ურთმელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნებისმიერი ის შესატანი, რომელიც იქნება განხორციელებული უნდა დაიხარჯოს კონფერენციის მიზნებისათვის თუ კი ეს წესდების მიზნებს შეესაბამება. ბატონმა დავით გურგენიძემ დასძინა, რომ ასეთი სახის ანგარიში საქველმოქმედო შესატანისთვისაც იქნება განკუთნილი. კონფერენციის თავმჯდომარე გამოვიდა წინადადებით კონფერენციის წევრების მხრიდან შესატანი თანხის განსაზღვრის და წარმოდგენილ განსახილველ საკითხთან მიმართებაში სარევიზიო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ გააკეთებდა ანგარიშს. აზრი გამოთქვეს: კახა შენგელიამ, მერაბ ხალვაშმა, თეონა ხუფენიამ. აღინიშნა, რომ სტუდენტების რაოდენობის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს შესატანის რაოდენობა. ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ შედგენილი იქნება ბიუჯეტი, რომლის შესახებ ელექტრონული ფოსტით ეცნობებათ კონფერენციის წევრებს. კონფერენციის დებულებაში ამ ცვლილების რედაქციის თაობაზე ბატონმა დავითმა კენჭისყრისკენ მოუწოდა წევრებს. კონფერენციის წევრებმა ერთხმად მისცეს ხმა ცვლილებების საკითხს. წინააღმდეგი არც ერთი წევრი იყო, თავი არც ერთმა წევრმა შეიკავა. საკითხი 8: რეგიონული უნივერსიტეტების რექტორების კონფერენციის რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი, 14.03.2023 წლის მიმართვის საფუძველზე. ბატონმა დავით გურგენიძემ სიტყვა გადასცა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის ხელმძღვანელს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, რომელმაც გააკეთა მიმართვა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღების თაობაზე. რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღების თაობაზე, ბატონმა დავითმა კენჭისყრისკენ მოუწოდა წევრებს. ასოცირებულ წევრად მიღების შესახებ საკითხს კონფერენციის წევრებმა ერთხმად მისცეს ხმა. (წინააღმდეგი არც ერთი წევრი იყო, თავი არც ერთმა წევრმა შეიკავა.) საკითხი 9: მიმდინარე საკითხები: რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროა კონფერენციისთვის სიმბოლოების და ატრიბუტების საკითხის განხილვა. უნდა გამოცხადდეს კონკურსი ლოგოს შესაქმნელად. ასევე აუცილებელია ბლანკის და ბეჭდის არსებობა, ვებგვერდის მართვა. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნო ყველა წევრს ამ საკითხებთან დაკავშირებით და კონკურსის შესახებ აცნობებს. ბატონი დავითის წინადადება, რომ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრა გამოკითხვის წესით ჩატარდეს, (ამ პროცესში მონაწილეობას რეგიონებიდან კოლეგები თბილისში ჩამოსვლის გარეშე შეძლებენ) ელექტრონული მეილების საშუალებით, ერთხმად იქნა მიღებული. დასასრულს, ბატონმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა განათლების და მეცნიერების მინისტრს მობრძანებისთვის და კონფერენციაში მონაწილეობისთვის. ხაზი გაუსვა, რომ ბევრი საკითხი იყო განხილული და განსაზღვრული და „ფაქტობრივად ბევრი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“. ბატონმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და დამსწრე წევრებს ჩართულობისთვის. განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ფორმატია და სურვილი გამოთქვა, რომ მეტი ინსტიტუცია გაერთიანდეს კონფერენციაში. მან აღნიშნა, რომ აზრთა თანხვედრის შემთხვევაში ბევრი საქმის გაკეთება იქნება შესაძლებელი. აქვე განისაზღვრა შემდეგი შეხვედრის ადგილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ აღნიშნა, რომ როგორც რეგიონული უნივერსიტეტების ფორმატში სპეციფიკურ საკითხებზე სასაუბროდ შეხვედრა კოლეგებთან და რექტორთა მუდმოვმოქმედი კონფერენციის მასპინძლობა, განსაკუთრებული პატივი იქნება. ბატონმა დავით გურგენიძემ, დასასრულს, მადლობა გადაუხადა კონფერენციის წევრებს, მონაწილეებს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ჯაბა სამუშიას მასპინძლობისთვის.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.