მენიუ
სხდეომები

სხდომა II

image

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის  სხდომა

 

ოქმი №2

 

6 დეკემბერი 2019, თბილისი, 14:00

 

სხდომას ესწრებოდნენ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენიციის წევრები:

  1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -გიორგი შარვაშიძე
  2. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი -ზურაბ ვადაჭკორია
  3. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - როლანდი კოპალიანი
  4. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია - ნანა შარიქაძე
  5. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი -ირმა შიოშვილი
  6. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - არჩილ ფრანგიშვილი
  7. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - გიორგი სოსიაშვილი
  8. სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტი - დალი ბერანძე
  9. სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი - მაია ჭიჭილეიშვილი
  10. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ნინო თოფურიძე

 

სხდომის მდივანი:

მზექალა აჭაიძე

თსუ-ს რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი,

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მდივანი

მოწვეული სტუმრები: ნუნუ მიცკევიჩი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე), ნინო წერეთელი (განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი), რატი ბრეგაძე (თავდაცვის მინისტრის მოადგილე), დავით ჩხეტიანი (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალების განათლების სარდლის მ/შ), ზვიად გაბისონია (რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი), კახა შენგელია (კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი), ილიას ჩილოღლუ (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი), გია კავთელშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რექტორი),  რ. მაიკლ ქაუგილი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის რექტორი), გიორგი მათიაშვილი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი), სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, ნინო დობორჯგინიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე), ნინო ჟვანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი), ნათია სამუშია (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი), ნინო თაბაგარი (დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი),  მ. ქარჩავა (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი),  სერგო ვარდოსანიძე (საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი), სერგო ტეფნაძე (საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი),  მამუკა თავხელიძე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), თამარ  ტუფინაშვილი (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი), კახაბერ კორძაია (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი), დავით ჩერქეზიშვილი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი), ირინე შოთაძე (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორი), გიორგი ამილახვარი (თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი), გიორგი მათიაშვილი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი), ვაჟა ბადრიძე (სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი).

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ნინო გვენეტაძე (თსუ-ს რექტორის მოადგილე), ნინო ოკრიბელაშვილი (თსუ-ს რექტორის მოადგილე), ლაშა საღინაძე (თსუ-ს ადმინისტრაციის უფროსის მ/შ), არჩილ კუკულავა (თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი). 

სხდომის დღის წესრიგი:

 

  1. უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები 2020 წლის საერთო ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი. (ნ. მიცკევიჩი, ნ. წერეთელი);
  2. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ (რ. ბრეგაძე);
  3. განათლების საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაცია (ნ. ჭელიძე);
  4. EURAXESS-ის და ქართველოლოგიური მიმართულებით საექსპერტო ჯგუფების დაკომპლექტების შესახებ (ზ. გაბისონია);
  5. უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის შექმნის შესახებ (ი. გრძელიძე); 

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომა გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც კონფერენციის როგორც წევრი, ასევე არაწევრი კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონიამ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი დიმიტრი ბერაძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძემ კონფერენციაზე წარმოადგინეს თემატური  პრეზენტაციები. ღონისძიებაზე, ასევე, იმსჯელეს 2020/2021 მისაღები გამოცდების და საგამოცდო დისციპლინების განსაზღვრაზე.  

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება ხარისხის თემატური ჯგუფის დაფუძნების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პლატფორმის შექმნა ხარისხის უზრუნველყოფის თემების განსახილველად.“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, „რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის  დღის წესრიგში წარმოდგენილი იყო 2020 წლის მისაღები გამოცდების სამუშაო მოდელი. შეხვედრა გაიმართა სამუშაო რეჟიმში და ყურადღება გამახვილდა საბუნებისმეტყველო დარგებზე.“ 

 

 

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.