მენიუ
სიახლეები

პროექტი - „ინგლისური ენის სწავლება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში-მისი ძლიერი და სუსტი მხარეები“

2023 წლის, 27 ნოემბერს , სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში , ინგლისური ფილოლოგიის მეოთხეკურსელებმა წარმოადგინეს პროექტის- „ინგლისური ენის სწავლება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში-მისი ძლიერი და სუსტი მხარეები“ პრეზენტაცია.

პრეზენტატორებმა საინტერესოდ ისაუბრეს იმ მიღწევებზე და ნაკლოვანებებზე, რომელიც გამოვლინდა პროექტზე მუშაობის პერიოდში. სტუდენტებმა ჩაატარეს გამოკითხვა , როგორც სტუდენტებთან, ასევე იმ პროფესორ -მასწავლებლებთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ.

მისასალმებელია, რომ სტუდენტებმა გამოავლინეს კვლევის, ანალიზის, გუნდური მუშაობის უნარები და რაც მთავარია, ინგლისური ენის ცოდნა. მადლობა მათ გაწეული შრომისა და აქტიურობისთვის.

სტუდენტებს წარმატება მიულოცეს, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა გულიკო ბექაურმა, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გულიკო ჯანოვამ, ამავე სპეციალობის ასოცირებულმა პროფესორებმა: მაკა მურვანიძემ და თამარ გელაშვილმა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ლალი ბერიძემ.

https://www.facebook.com/profile.php?id=100063669573565

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.