მენიუ
სიახლეები

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-9 საერთო სხდომა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა

2023 წლის 15 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-9 საერთო სხდომა, რომელსაც რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი  დავით გურგენიძე  უძღვებოდა. შეხვედრა მიმდინარეობდა განათლების და მეცნიერების მინისტრის ბატონ გიორგი ამილახვარის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით. სხდომას   ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ნოდარ პაპუკაშვილი, თამარ მახარაშვილი, ასევე განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაში და მსჯელობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები, პრეზიდენტები და კანცლერები. საერთო სხდომის დღის წესრიგში შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები იყო წარმოდგენილი; რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის საკითხი ინტერნაციონალიზაციის საკითხი ონლაინ სწავლება და სხვა. ბატონმა მინისტრმა განცხადა, რომ საჭიროა მოსაზრებების შეჯერება და რომ სამინისტრო მზადაა მხარდაჭერისთვის, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერისთვის, უნივერსიტეტების მხრიდან შესაბამისი მიზნების და ამოცანების წარმოდგენის შემდეგ.   ბატონმა გიორგი ამილახვარმა დასძინა, რომ განსაკუთრებულ, სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით ის გეგმავს ინდივიდუალურ შეხვედრებს რეგიონული უნივერისტეტების რექტორებთან. დღის წესრიგში ასევე წარმოდგენილი იყო შემდეგი ადმინისტრაციული საკითხები: საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედ კონფერენციაში გაწევრიანება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედ კონფერენციის ხელშეკრულების ცვლილების რედაქციის დამტკიცება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები გახდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. „ეს კიდევ ერთი კომუნიკაციის და კოორდინაციის საშუალებაა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის უმაღლესი განათლების ხარისხს, რეგიონული უნივერსიტეტების და მათი მისიის განხორციელების ხარისხს“ - აღნიშნა KIU-ს რექტორმა ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ. სხდომის დასასრულს კონფერენციის თავმჯდომარემ დავით გურგენიძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა კენჭისყრაზე; ერთხმად დამტკიცდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სარევიზიო კომისიის შექმნის საკითხი. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის შემდეგი საერთო სხდომა ბათუმშია დაგეგმილი.
ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.