საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ ისტორიკოსს, არქოლოგსა და მკვლევარს, ისტორიის აკადემიურ დოქტორს, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს - ალექსანდრე (სანდრო) ნონეშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს.
„ცნობილ მკვლევარს, ისტორიკოსსა და არქეოლოგს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს, ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ კოლეგასა და შესანიშნავ პედაგოგს, ახალგაზრდების საუკეთესო თაობების აღმზრდელს - სანდრო ნონეშვილს 70 წელი შეუსრულდა.
სანდრო ნონეშვილი ერთ-ერთია ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელიც სტუდენტებს შორეული თუ უახლესი წარსულის ფაქტებს, მოვლენებსა და გზავნილებს, ისტორიულ მოღვაწეთა შესახებ ცნობებს უბადლოდ და დროულად აწვდის, წარსული გამოცდილების გაზიარებით უმდიდრებს თვალსაწიერს სწორედ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ დღეს არსებული უმთავრესი გამოწვევების მასშტაბურად შემეცნება-გააზრება, ახალი პოლიტიკური ლადშაფტის გლობალურ ჭრილში აღქმა, ისტორიის გამოყენება იმ ერთ-ერთ საჭირო და აუცილებელ ინსტრუმენტად, რაც ახალ თაობას უბიძგებს იბრძოლოს, იღვაწოს იმისათვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ ევროპულ ოჯახსა და საერთაშორისო სივრცეში ღირსეულად შეძლოს პოზიციონირება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ სანდრო ნონეშვილს 70 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს სამეცნიერო-აკადემიურ კარიერაში“.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.