მენიუ
სიახლეები

სტუ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში, სამეცნიერო ღონისძიებას უმასპინძლებს

10 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში, მეცნიერების ფესტივალს - GGSB 2024 Science Fest “The First 20 Years” უმასპინძლებს.

სამეცნიერო ღონისძიება - „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab-ების მიღწევები“ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში შეჯამდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიღწევები.
 
მეცნიერების ფესტივალს ორგანიზებას უწევენ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: იულიხის კველევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლც ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლც ცენტრი (HZDR) და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და 2024 წლის 9-13 სექტემბერს, ერთობლივად მართავენ მე-10 ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (GGSWBS 2024).
 
საიუბილეო ღონისძიებებს თბილისში უმასპინძლებენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 9 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 10 სექტემბერს, ქუთაისში კი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 11-13 სექტემბერს.
 
მეცნიერების ფესტივალი ორ ნაწილად ჩატარდება: 

  • GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა: თანამშრომლობის ისტორია, ძირითადი მიღწევები, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, რაც წარმოდგენილი იქნება თსუ-სა და სტუ-ში დაგეგმილ ღონისძიებებზე;
  • ქუთაისში, KIU-ში - ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და სხვა.


  ღონისძიების პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: 
  https://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/cgswhp24/

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.