მენიუ
სიახლეები

ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა

გულწრფელად გილოცავთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მკვლევარებს და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი დედა უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა და ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს წარმატებით მოღვაწეობდნენ ჩვენი ქვეყნის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები და მეცნიერები როგორებიცაა გიორგი ახვლედიანი, ივანე ბერიტაშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე და მრავალი სხვა. მათ მიერ აღზრდილმა თაობებმა ღირსეული წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერების და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რამაც უნივერსიტეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა.
დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის ხვალინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი სამჭედლოა და წამყვან როლს ასრულებს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია ულოცავს თითოეულ სტუდენტს, პროფესორ- მასწავლებლებს, მეცნიერ-თანამშრომელს,  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ყველა თაობის კურსდამთავრებულს უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს და გისურვებთ მრავალ წარმატებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.