მენიუ
სიახლეები

რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას ახალი წევრები ჰყავს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 ნოემბერს რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები ესწრებოდნენ. შეხვედრის მსვლელობის პროცესში განხილულ იქნა სამი კერძო ავტორიზებული უნივერსიტეტის - სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, თბილისის თავისუფალი აკადემია და ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციაში გაწევრიანების საკითხი. საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. რექტორთა კონფერენცია ულოცავს მათ და უსურვებს ერთობლივ წარმატებულ საქმიანობას უნივერსიტეტების და ქვეყნის სასიკეთოდ.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.