მენიუ
სიახლეები

2023 წლის 2 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა Google Developer Student Clubs-ის (GDSC) პირველი ღონისძიება.

2023 წლის 2 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა Google Developer Student Clubs-ის (GDSC) პირველი ღონისძიება.

 

აღნიშნულ საგანმანათლებლო სესიას უძღვებოდა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველებო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ირაკლი ხაჩიძე. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო ის შესაძლებლობები, როგორ შეუძლია GDSC- გაზარდოს თითოეულის უნარი ტექნიკურ ინდუსტრიაში, ირაკლიმ დაწვრილებით ისაუბრა Google- ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებზე, იმ შესაძლებლობებზე, რითაც ამ ინოვაციურ რესურსს შეუძლია გაზარდოს ჩვენი, როგორც დეველოპერის განვითარება, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ საკუთარი აპლიკაციები ან ვებგვერდები.

 

ამავე ღონისძიებაზე გაიმართა ფაკულტეტის ორი სტუდენტის: მარიამ აღდგომელაძისა და ხაჩატურ მარქარიანის პრეზენტაციების მოსმენა, რომელთაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე Google-ის მიერ გამოცხადებულ/შემოთავაზებულ კონკურსში-GDSC გაიმარჯვეს.

 

დაინტერესება დიდია და იმედია Google Developer Student Clubs-ის წრე გაფართოვდება.

 

https://www.facebook.com/profile.php?id=100063669573565

 

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.