მენიუ
სიახლეები

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციამ EUA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

პოლონეთში, გდანსკის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 20 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის 2023 წლის გენერალური ასამბლეა და გაერთიანებული კონფერენცია გაიმართა. მასშტაბურ ღონისძიებებზე, რომელსაც EUA-ს წევრები ესწრებოდნენ, მიწვეული იყო საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენეციის თავმჯდომარე, პროფესორი დავით გურგენიძე. გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციაზე საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენეციის სახელით მონაწილეობის მისაღებად, კონფერენციის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით გურგენიძემ წარმომადგენელი - ქალბატონი ნინო ტალიაშვილი მიავლინა.  გდანსკის ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ახალი პრეზიდენტისა და საბჭოს წევრების არჩევნები, რომელშიც 500-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის რექტორი და პრეზიდენტი მონაწილეობდა. ასოციაციის ახალ პრეზიდენტად ჟოზეფ გარელი აირჩიეს. ცნობისათვის, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია აქტიურ კოლაბორაციაშია EUA-თან, რომელთანაც თანამშრომლობს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლის, ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტების მიმართულებით. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ბრიუსელშია დაფუძნებული და ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს აერთიანებს.
ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.