მენიუ
სიახლეები

2023 წლის 21 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და მაია ჩიტაშვილი ეწვივნენ

2023 წლის 21 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და მაია ჩიტაშვილი ეწვივნენ. სტუმრობის მიზანი სტუდენტებთან, ფონდის სტიპენდიანტებთან შეხვედრა, მათი შთაბეჭდილებისა და შეხედულების მოსმენა იყო. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი — საქველმოქმედო ფონდია და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი გახლავთ "სტუდენტური სტიპენდიები მომავალი პედაგოგებისთვის”.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ოთხი წელია წარმატებით გრძელდება სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

ამ პროგრამის მიხედვით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ათ წარმატებულ სტუდენტს, რომლებიც ეუფლებიან მასწავლებლის პროფესიას ფონდი უნიშნავს სტიპენდიას და ამასთან სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს, რომელიც ეხმარება მათ პროფესიულ ზრდაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე გაიმართა ერთ-ერთი სტიპენდიანტის თორნიკე ბერიძის ლექსთა კრებულის ,,მომავლის ღიმილის“ პრეზენტაცია.

უნივერსიტეტში შეხვედრამდე კი გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელობა და სჯსუ რექტორი მაკა ბერიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ.ჭობისხევის საჯარო სკოლაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ფონდის ყოფილ სტიპენდიანტს ნათია ჯვარიძეს ეწვივნენ და საინტერესო ღია გაკვეთილს დაესწრნენ.

დღეს ნათია უკვე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის სკოლის წარმატებული მასწავლებელია და სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის ადგილობრივ მოსწავლეებს.

https://www.facebook.com/profile.php?id=100063669573565

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.