მენიუ
სხდეომები

სხდომა III

image

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის  სხდომა

ოქმი №3

 

21 აგვისტო 2020, ბათუმი, 14:00

სხდომას ესწრებოდნენ შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  3. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  7. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  8. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  9. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  10. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  12. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  13. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  14. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  15. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
  16. თბილისის ღია უნივერსიტეტი;
  17. კავკასიის უნივერსიტეტი;
  18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  19. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  20. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
  21. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  22. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  23. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  24. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  26.  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი. სიტყვით გამოვიდა და დისკუსიაშიც ჩაერთო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მასპინძელი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  

სხდომის მდივანი: მზექალა აჭაიძე

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მდივანი.

თსუ-ს რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი.

 

საკითხი 1: Covid19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები და მისი გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე;

საკითხი 2: კავკასიის უნივერსიტეტის რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად არჩევა;

საკითხი 3: დისკუსია და კონფერენციის შეჯამება.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მესამე შეხვედრაზე უმაღლესი განათლების სფეროში კორონავირუსით  გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზებზე და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სირთულეებზე  ისაუბრეს.  

კონფერენციაზე განხილული იყო კორონავირუსით  გამოწვეული კრიზისის გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე; უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხები და ადმინისტრირების თვალსაზრისით არსებული სირთულეები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ცვლილებებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში, კლასტერული აკრედიტაციის/ინსტიტუციური აკრედიტაციის როგორც ფინანსების და ადამიანური რესურსის დაზოგვის ერთ-ერთ წინაპირობაზე,  დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებში. 

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა.

მონაწილეებმა შეხვედრაზე შეაჯამეს განვლილი გაზაფხულის სემესტრი და არსებული გამოწვევები. იმსჯელეს სწავლების ფორმატზე შემოდგომის სემესტრისთვის.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციაზე განხილული თემები შეაფასა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემაც. „უმნიშვნელოვანესი მომენტია, როდესაც უნივერსიტეტის რექტორები ერთმანეთს ხვდებიან და უზიარებენ გამოცდილებას, იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს მათ წარსულ სემესტრშო კოვიდის გამოწვევების გადალახვა. ამასთანავე, ვგეგმავთ მომავალს. გასაგებია,რომ წარსულში გვქონდა გარკვეული წარმოდგენები ონლაინ სწავლების თანამედროვე კომპონენტებზე, თუმცა,  დღეს ვართ რეალობის წინაშე - როდესაც ჩვენი გეგმები უკვე განხორციელების სტადიაშია და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი  განათლება, რომელსაც შევთავაზებთ ახალგაზრდებს, იყოს საუკეთესო ხარისხის, სტუდიენტების კმაყოფილება კი  საკმაოდ მაღალი,”- აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.

დისკუსიის ბოლოს თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტებს შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.