მენიუ
სხდეომები

IV სხდომა

image

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის  სხდომა

ოქმი №4

7-8 ივლისი 2021, ბათუმი

სხდომას ესწრებოდნენ შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  3. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  7. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  8. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  9. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  10. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  11. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  12. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  13. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  14. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
  15. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
  16. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი;
  17. კავკასიის უნივერსიტეტი;
  18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  19. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  20. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
  21. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  22. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  23. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  24. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  26. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
  27. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
  28. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეტა უნივერსიტეტი;
  29. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  30. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია;
  31. ევროპის უნივერსიტეტი;
  32. შპს ქუთაისის უნივერსიტეტი
  33. მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტი

 

სხდომის თავმჯდომარე: გიორგი შარვაშიძე

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე,

თსუ-ს რექტორი

 

სხდომის მდივანი: მზექალა აჭაიძე

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის აღმასრულებელი მდივანი.

თსუ-ს რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მასპინძელი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  

 

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე გიორგი შარვაშიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში. სიტყვით გამოვიდა და დისკუსიაშიც ჩაერთო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი.

 

დღის წესრიგი:

 

7 ივლისი

 I სესია: უნივერსიტეტის ავტონომია და აკადემიური თავისუფლება; უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუტის განსაზღვრა.

                        პანელური დისკუსია

II სესია: ევროკომისიის საკომუნიკაციო დოკუმენტის განხილვა

                        პანელური დისკუსია

III სესია: რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანების საკითხის განხილვა და კენჭისყრა

                        პანელური დისკუსია

8 ივლისი

I სესია: უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა:

ა. ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „უნივერსიტეტის დანიშნულება და ინსტიტუციური ავტონომია:  გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე”;

ბ. ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის ანგარიშის წარდგენა;

გ. რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებისა და ინსტიტუციური ეფექტიანობის შეფასების თვლადი ინდიკატორების საჭიროება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის;

დ. Erasmus+   მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური  განვითარების პროექტის HERD  პრეზენტაცია;

ე. Erasmus+  მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური  განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ - SQUARE პრეზენტაცია.

12:30 – 12:45 - საორგანიზაციო საკითხები

12.45 - 13.00 დისკუსია

13:00 -  შეჯამება

 

 

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-4 სხდომაზე განხილული საკითხები:

 

2021 წლის 7-8 ივლისს საქართველოს 30-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების რექტორებმა და წარმომადგენლებმა   რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეოთხე სხდომაში  მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. კონფერენციაზე საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები განიხილავენ საკითხებს უნივერსიტეტის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ, უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრსა და უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე:

  • კონსტიტუციის 27-ე მუხლში შესული ცვლილება - უნივერსიტეტის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება უნდა იყოს გარანტი უნივერსიტეტების ინსტიტუციური ავტონომიის უზრუნველყოფის; სახელმწიფოს მიერ ჩარევა უნივერისტეტების ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ხარისხის მიმართულებით.
  • დაფინანასების მოდელის შესახებ მსჯელობა; სხვადასხვა პროფილის სტუდენტის მომზადება სხვადასხვა თანხებთანაა დაკავშირებული (მაგ. მათემატიკოსის, იურისტის, ექიმის), თუმცა გადასახადი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა მიმართულებაზე ერთია. ეს სისტემა შესაცვლელია, აუცილებელია მსჯელობა ამ თემაზე. უნდა გათვალისწინებულ იქნას კონკურენტული სფერო, მიმართულება.
  • თსუ რექტორმა ისაუბრა პარლამენტის განათლების კომიტეტთან განხილულ საკითხებზე, მათ შორის, უნივერსიტეტის საკუთრების, სახაზინო ანგარიშის და ქონების გადასახადის შესახებ.
  • ქონების მოგების გადასახადის დარეგულირება საჭიროა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან მიმართებაში. ქონების გადასახადი არ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და არ უნდა გადაიხადოს კერძო უნივერსიტეტმა, თუ იგი მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ერთ-ერთი პრობლემური თემაა უნივერსიტეტებისთვის სამი ძირითადი მიმართულებით: ეწინააღმდეგება უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპს; შესყიდული პროდუქცია უმეტეს შემთხვევაში დაბალი ხარისხისაა; შესყიდვისას დანაკარგი დიდია. კანონის ცვლილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ტიპის უნივერსიტეტის საჭიროება და მოთხოვნები.
  • ევროკომისიასთან ბოლო დროინდელი კომუნიკაცია ითვალისწინებს ახალი ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას, როგორიცაა ერთიანი განათლების, სამეცნიერო და კვლევითი სივრცის. საქართველოსთვის შესაძლებლობა იქმნება ისეთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის, რომელზეც აქამდე არ არსებობდა წვდომა და დახურული იყო; ძირითადი აქცენტები კომუნიკაციაში არის განათლების მიმართულების გეოპოლიტიკური გადალაგება პარტნიორობის და მეზობლობის პოლიტიკის მიხედვით. გამოყოფილია რამდენიმე სექტორი, რომელზეც იმუშავებს ევროგაერთიანება: მწვანე ეკონომიკა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და დიგიტალური სფერო. ამ სფეროებს ენიჭება პრიორიტეტები.
  • ინფორმაცია კონფერენციის შესახებ - 2021 წლის 29-30 ოქტომბერს გაიმართება თსუ-ს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,უნივერსიტეტების დანიშნულება და ინსტიტუციონალური ავტონომია: გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე; - იქნება მსჯელობა რამდენად ავტონომიურია კერძო თუ სახელმწიფო უნივერისტეტი. რას ნიშნავს უნივერსიტეტების ავტონომია? რამდენად გაზომვადია ავტონომია და სხვ.
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შესათანხმებელი საკითები: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის გაზრდა; ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაცია. სახელოვნებო მიმართულების უმაღლესი სასწავლებლებისთვის აკრედიტაციის საფასურის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების შესაძლებლობის განხილვა;
  • საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის N3 ბრძანება ზღუდავს ბევრი მიმართულებით უნივერსიტეტის უფლებებს. სწავლა-სწავლების მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი და არა მისი ჩარჩოებში მოქცევა და დოგმირება. ამით უნივერიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობას ეშლება ხელი.
  • უმაღლესი განათლების შესახებ კანონი მოითხოვს გადახედვას მთელი რიგი მიმართულებებით, მაგალითად, რექტორის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის პროცესი და ა.შ.
  • რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ მხარი დაუჭირა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კომისიის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანებას.
  • უცხოელი სტუდენტების არსებობა - მნიშვნელოვანი საკითხი უმაღლესი სასწავლებლებისთვის; უნივერსიტეტებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია უცხოელი სტუდენტების არსებობა და შემოყვანა. უნდა გაიხსნას ქვეყანა უცხოელი სტუდენტებისთვის, რაც დროულადაა მოსაგვარებელი. „ისწავლე საქართველოში“ - კარგი და წარმატებული პროექტი. უნდა გაგრძელდეს საქართველოს განათლების ბაზრის პოპულარიზაცია საერთაშორისო ფორუმებზე და პლატფორმებზე.
  • განსასაზღვრია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სტატუსი;
  • ვაქცინაციის წახალისება - ახალი სასწავლო წლისთვის კოვიდ-პანდემიის გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა. ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტები თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოუწოდებენ მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან სექტემბრისთვის, როდესაც იგეგმება 2021/2022 სასწავლო წლის დაწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას უნივერსიტეტებში. ვაქცინაცია არის გზა იმისათვის, რომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სასწავლო და კვლევითი პროცესი;
  • რამდენიმე უნივერსიტეტი მუშაობს ერთიანი ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის შექმნის შესახებ HERD-ის პროექტის დახმარებით, რომლის კოორდინატორია თსუ. სამეცნიერო პოტენციალის შესახებ ერთიანი ინფორმაცია აქამდე არ არსებობს; თსუ-ს კოორდინატორობით ასევე მიმდინარეობს მე-3 მისიის გაძლიერებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროექტი SQUARE - ერაზმუს +-ის შესაძლებლობების განვითარების პროექტი. პროექტების კოორდინატორებმა წარადგინეს პროექტის შესახებ ინფორმაცია.
  • რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ მოისმინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაცია ცენტრში მიმდინარე პროცესების შესახებ.
  • რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ მოისმინა ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის ანგარიში.
  • საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

 

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.