მენიუ
News

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოში პირველად საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება TEDxTSMU გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად საუნივერსიტეტო სივრცეში, ინგლისურ ენაზე, საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება TEDxTSMU გაიმართასპიკერები იყვნენ წამყვანი სპეციალისტები როგორც მედიცინის სფეროდან, ასევე სხვადასხვა დარგიდან.

TEDx -  ინოვაციური იდეებისა და განსხვავებული შეხედულებების დისკუსიაა.  პლატფორმა აერთიანებს განსხვავებული სფეროსა და კულტურის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ სამყაროს სიღრმისეული გაგების, სხვა ადამიანებთან კავშირისა და საკუთარი იდეების საზოგადოებაში გავრცელების სურვილი. TED-ის პირველი კონფერენცია 1984 წელს ეძღვნებოდა ტექნოლოგიების, გასართობი ინდუსტრიისა და დიზაინის საკითხებს, თუმცა დღეს იგი მოიცავს ნებისმიერ ინიციატივასა და კვლევას მიმართულს მეცნიერების, ბიზნესის, განათლების, ხელოვნების, ტექნოლოგიების განვითარებისთვის. TEDx ღონისძიებები მოიცავს როგორც სპიკერების ცოცხალ (live) დისკუსიებს, ასევე TED საუბრების ჩანაწერებს, პოდკასტებს, მოკლე ვიდეოების სერიებსა და ანიმაციურ TED-Ed გაკვეთილებს. TEDx ყოველწლიურად 3000-ზე მეტ ღონისძიებას ატარებს.

TEDxTSMU -ს  პირველმა დისკუსიამ დამსწრე აუდიტორიის დიდი დაინტერესება და აქტიური ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ TEDxTSMU თსსუ-ის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია როგორც პიროვნულიასევე პროფესიული განვითარების მიმართულებით.

 

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.