საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე(პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე დარექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, მეცნიერ ქალთა დაგოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტისპედაგოგ, მეცნიერ და ახალგაზრდა მკვლევარქალებს, ასევე, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციისწევრებს შეხვდნენ.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. პროფესორმა ლავრენტი გუდავაძემ წარმატებები უსურვა უნივერსიტეტისღვაწლმოსილ პედაგოგ და მეცნიერ ქალებს, ისაუბრამათ სამეცნიერო და აკადემიურ მიღწევებზე დაყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა ქალმკვლევრებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში, თავიანთი სამეცნიერო საქმიანობით, ქვეყანას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არაერთწარმატებას მოუტანენ.
„უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობს, როგორც ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალბატონებს დაპედაგოგებს, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებს, ნიჭიერ სტუდენტებს, რომელთა შორის არაერთიიმედისმომცემი ახალგაზრდა ქალბატონია. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში ისინი, კოლეგების უფროს თაობებთან ერთად, თავიანთისამეცნიერო მოღვაწეობით, დიდ წარმატებებსმოუტანენ არა მხოლოდ მშობლიურ უნივერსიტეტს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მრავალი მათგანი გახდებაშესანიშნავი პედაგოგი და ისევე აღზრდის ღირსეულთაობებს, როგორც საუკუნის მანძილზე ჩვენიუნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგი დამეცნიერი ქალბატონები ზრდიდნენ და ზრდიან. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებები ვუსურვო ქალბატონებს“, - განაცხადა პროფესორმალავრენტი გუდავაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგდა მეცნიერ ქალებს მიესალმა და წარმატებებიუსურვა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, რომელმაც იმფართო შესაძლებლობებსა და კვლევებისინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ქმედითმხარდაჭერაზე ისაუბრა, რომლის შესაძლებლობასაცსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს ქალ მეცნიერებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორისინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთაასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ნაზიკუციავას ორგანიზებით, უკვე მეორედ ტარდებაღონისძიება, სადაც ჩვენ ვეცნობით მკვლევარქალებს. წელს ახალ სახეებს ვხედავთ, რაც ნიშნავსიმას, რომ მეცნიერებაში ახალგაზრდა ქალებისჩართულობის პროცესი უწყვეტია. ყველა დროისუდიდეს მეცნიერებს შორის, ქალები მრავლად არიან. მეცნიერების სხვადასხვა დარგში, მათ არაერთიუმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ეკუთვნით. ზოგიერთიმათგანის ღვაწლმა სამუდამოდ შეცვალამეცნიერება. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ დაძველ თაობას, რომელთაც უდიდესი წვლილიშეიტანეს მეცნიერების განვითარებაში“, - განაცხადაპროფესორმა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბილოგოგიური დეპარტამენტის და ასევე, ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ნაზი კუციავას თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნას გასულ წელს, უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი.
„ჩვენი მიზანია შევაფასოთ ახალგაზრდა მკვლევარი გოგონების მიერ, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გაწეული სამუშაო. დღეს საპატიო სიგელები გადავეცით ახალგაზრდა მკვლევრებს, რომელთაც სხვადასხვა გრანტი მოიპოვეს გასული წლის განმავლობაში, ან უცხოეთში, წამყვან უნივერსიტეტებში შეასრულეს სადოქტორო ნაშრომის სამუშაოები. ჩვენ გვაქვს სიახლე, ფაკულტეტმა მოიგო გრანტი, რომელის ფარგლებში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სკოლის მოსწავლეებს ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას. სასიხარულოა, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოაგმჟღავნეს თიხის, მინანქრის ტექნოლოგიური დამუშავების მიმართულებებით. პროგრამაში ჩართულ 16 გოგონა დავაჯილდოვეთ, რაც მათ აუმაღლებს სწავლის მოტივაციას და სხვებისთვის იქნებიან მაგალითი“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.
ინფორმაციისთვის, 2015 წელს გაეროს გენერალურმაასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათასაერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერომსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა დაადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა დაგანათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორგანვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია მეცნიერ ქალთადა გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ციკლი ტარდება.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.