8 აგვისტოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა, პროფესორმა ნანა შარიქაძემ, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო ტალიაშვილმა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა - მამა აკაკი ჭელიძემ, ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ, ასევე საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციების წევრებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამგეს.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.