2024 წლის 30 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორი, მიუნჰენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი, მიუნჰენის სტომატოლოგიური კლინიკის - ZiP-Zahnarzt in Pasing-ის ხელმძღვანელი ოთარ ვადაჭკორია.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტების, ექიმებისა და აკადემიური პერსონალისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩაატარა ლექციები თემებზე: ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ორთოპედიულ სტომატოლოგიაში; ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციები, კლინიკური შემთხვევების განხილვა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზედაც მოწმობდა დასმული შეკითხვების საჯარო ლექციისთვის უჩვეულოდ დიდი რაოდენობა.
„დღეს აუდიტორიას გავაცანი დარგის უახლესი მიღწევები, ამ მიმართულებით, გერმანიაში დანერგილი მკურნალობის მეთოდები. მახარებს, რომ სტუდენტების ინტერესი მაღალი იყო და ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა.
ბედნიერი ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორად ვარ არჩეული და მაქვს პატივი, ყველა დაინტერესებულ პირს ჩემი ხედვები და გამოცდილება გავუზიარო”, - განაცხადა პროფესორმა ოთარ ვადაჭკორიამ.
ცნობისთვის, თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, ოთარ ვადაჭკორია ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021 წლიდან ატარებს.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.