ვებინარის სათაური: ცოდნის უკეთესი შეფასება ევროპის კვლევის ზონაში
ევროპის უნივერსიტეტის ასოციაციის მიერ გამართული ვებინარების საზაფხულო სერია გრძელდება. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლი დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია 2 ივლისს დაესწრო ERA-ს მიერ გამართულ შეხვედრას თემაზე: “ცოდნის უკეთესი შეფასება ევროპული კვლევის სივრცეში” ვებინარზე ევროპული კვლევის სივრცის- ERA-ს საქმიანობის შესახებ წარდგინება შედგა. პრეზენტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საინსტიტუციო საკითხებს, როგორიც არის „ ცოდნის ფასეულობა” და “ინტელექტუალური რესურსი”, ასევე განხილულ იქნა ცოდნის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპები.