2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფებოდა. მან მონაწილეობა მიიღო “ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის" მიერ ორგანიზებულ „ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მე-7 საერთაშორისო კონფერენციის“ მუშაობაში, რომლის ფარგლებში გაიმართა სიმპოზიუმები და სადისკუსიო პანელები.
კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ასევე, მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრებში.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოპები ულტრაბგერის და სხვა რადიოლოგიური მეთოდების გამოყენების, აგრეთვე, რეგიონული გაუტკივარებისა და ტკივილის მართვის საკითხებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, ტოქსიკოლოგები და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები, ასევე, მოწვეული სპიკერები საქართველოდან, ევროპიდან და აშშ–დან.
ცნობისთვის, კონფერენცია გაიმართა აჭარის მთავრობის და ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.