2024 წლის 21 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „საქართველო და ევროკავშირი: ერთად მშვიდობისთვის“, ERASMUS+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ჟან მონეს მოდულის „მშვიდობის ქართული პარადიგმა და მშვიდობის მშენებლობა ევროკავშირში“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სსუ-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დასაჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და შემდეგ კი მოხსენებით „მშვიდობის ქართული პარადიგმა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა” წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროექტის აკადემიური ლიდერი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. რექტორმა თავის მოხსენებაში ისაუბრა მშვიდობის ქართულ პარადიგმაზე, ევროკავშირის გამოცდილებაზე, ჟან მონეს მოდულის მნიშვნელობაზე სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების საქმეში, ხაზი გაუსვა იმ პოტენციალური შესაძლებლობების გამოვლენის აუცილებლობას, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციითაა განპირობებული და აღნიშნა, რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია სწორედ ჟან მონეს მოდული.
საქ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა და ERASMUS+ ეროვნული ოფისის დირექტორმა მარიამ სულაშვილმა მიულოცეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჟან მონეს მოდულის მოპოვება, უსურვეს მისი წარმატებული რეალიზაცია და ვრცლად ისაუბრეს აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე.
სამშვიდობო განათლების ცენტრის დირექტორმა ლევან გერაძემ ვრცლად ისაუბრა ცენტრის მიერ უკანასკნელ წლებში გაწეულ საქმიანობაზე და დაგეგმილ სამეცნიერო-კვლევით აქტივობებზე.
ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ, ღონისძიებაზე წარადგინა სამწლიანი პროექტის მიზანი, მიზნობრივი ჯგუფები, ამოცანები, ძირითადი აქტივობები და შედეგები, ასევე საზაფხულო სკოლის თემატიკა და მასში მონაწილე პროფესორები და ექსპერტები. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი სტუდენტებს და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. საინფორმაციო შეხვედრის ბოლოს დასკვნითი სიტყვით წარსდგა პროექტის მენეჯერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე.
შეხვედრას ესწრებოდა გიორგი სეფაშვილი, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლობის რეგიონალური ოფისის ადგილობრივი ექსპერტი.
იხ. პრეზენტაცია
იხ. დღის წესრიგი
ფოტომასალის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.sou.edu.ge/news/sainformacio-Sexvedra-%E2%80%9EsaqarTvelo-da-evrokavSiri:-erTad-mSvidobisTvis%E2%80%9C/1544
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.