მენიუ
News

Shaping the future of leadership development for university leaders in Europe

25 ოქტომბერს ჩატარდა პროექტის “Shaping the future of leadership development for university leaders in Europe” დასკვნითი კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების შეკრებას, რათა განეხილათ პროექტის შედეგები და დაესახათ ლიდერობის განვითარების მიმართულებები ევროპაში უნივერსიტეტების ლიდერებისთვის. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წარმომადგენელი. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის მასშტაბით ლიდერობის განვითარების ინიციატივების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის სტრატეგიებზე და EUA-ს გეგმებზე ამ კუთხით.

დღეს წამყვანი უნივერსიტეტები მოითხოვს მმართველობის სულ უფრო მრავალფეროვან უნარებს. ლიდერობის განვითარება არის მუდმივი პროცესი და პროფესიული ლიდერობის განვითარების პროგრამები სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებაში, გამოწვევების დაძლევასა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტის ფარგლებში, არსებული მდგომარეობის შესასწავლად გამოიკითხა 21  ეროვნული  საუნივერსიტეტო ასოციაცია, ჩატარდა ლიდერობის განვითარების 10 არსებული პროგრამის სიღრმისეული ანალიზი, ამასთან, აღინიშნა, რომ ლიდერობის  განვითარების  ფორმალური  პროგრამები ჯერ  კიდევ  არ  არის  ნორმა  მთელს  ევროპაში.  

ღონისძიებაზე მიმოიხილეს სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის გამოცდილება ამ კუთხით და მსმენელებს გააცნეს ლიდერობის განვითარების არსებული პროგრამები.

პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს 6 რეკომენდაცია უნივერსიტეტებისთვი:

·         ლიდერობის განვითარების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

·         დაწესებულებაში როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული სამსახურის ლიდერობის განვითარებ ხელშეწყობა;

·         ლიდერობის განვითარების შესაძლებლობების სპექტრ მხარდაჭერა და დივერსიფიკაცია, მათ შორის სწავლის, თანატოლთა სწავლების, ქოუჩინგის და ლიდერობის განვითარების ფორმალური პროგრამების ჩათვლით;

·         ლიდერობის განვითარების შიდა და გარე პროგრამების მრავალფეროვანი პორტფელს უზრუნველყოფა;

·         იმის აღიარება, რომ ლიდერობის განვითარების არც ერთი პროგრამა არ შეიძლება მოიცავდეს ყველა შესაბამის ასპექტ;

·         ლიდერობის განვითარების ინტეგრირება კარიერული პროგრესის არსებულ ჩარჩოებსა და წახალისების სქემებში.

 

პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციები.

6 რეკომენდაცია პოლიტიკის შემქმნელებისთვის:

·         ეროვნული პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა:

-        აღიარონ და დააჯილდოვონ ინსტიტუციები ლიდერობის განვითარების შესაძლებლობების მრავალფეროვანი სპექტრით;

-        წაახალისონ და ფინანსურად მხარი დაუჭირონ დაწესებულებებს ლიდერობის განვითარების პროგრამების შესაქმნელად;

-        შესთავაზონ ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა სისტემურ დონეზე ლიდერობის განვითარების პროგრამების შესაქმნელად.

·         ევროპელმა პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა:

-  უზრუნველყო ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფ  ევროპული დაფინანსების პროგრამებით მდგრადი განვითარებისა და ევროპული ლიდერობის განვითარების პროგრამების მიწოდებისთვის უნივერსიტეტის ლიდერებისთვის;

-        უზრუნველყო ფინანსური მხარდაჭერა და სტიპენდიები ევროპის ლიდერების განვითარების პროგრამებში მონაწილეობისთვის;

-  გააცნობიერო ლიდერობის მნიშვნელობა განათლებისა და კვლევის სფეროში ევროპული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისთვის და რეკომენდაციების ჩართვა შესაბამის პოლიტიკაში.

 

მეტი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://eua.eu/events/280-shaping-the-future-of-leadership-development-for-university-leaders-in-europe.html

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.