მენიუ
News

თსუ რექტორი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯრომარე, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა. საბჭოს წევრობა ქართულ მხარეს EUA-ს გადაწყვეტილებებში ხმის უფლებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. საქართველო სერბეთის შემდეგ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მეორე ქვეყანაა, რომელიც EUA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრია. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალურ მდივანთან ამანდა კროუფუთტან და მის მოადგილესთან მონიკა სტეინელისთან შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა და კოლეგებთან ერთად განიხილა თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას უკრაინელი კოლეგებისა და სტუდენტების მხარდასაჭერად. EUA-მ დაადასტურა, რომ ბევრი რამ კეთდება უკრაინელი კოლეგების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის. შეხვედრაზე რუსულ უნივერსიტეტებთან მიმართებაში EUA-ს სამომავლო პოლიტიკის საკითხებიც განიხილეს. გიორგი შარვაშიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნივერისტეტების ავტონომიაზე და ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობაზე EUA-ს პროექტებში. შეხვედრას თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თეა გერგედავა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე ესწრებოდნენ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სრული წევრი გახდა, რომელშიც ევროპის 47 ქვეყნის 850-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციაა გაერთიანებული. საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წელს დაფუძნდა და მასში 35 უნივერსიტეტია გაერთიანებული.
Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.