შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება.“
ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი, დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მადონა მაისურაძე.
ინტერაქტიურ შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტები.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.