მენიუ
News

თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ყოველწლიური, სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის XI-XII სემესტრელმა სტუდენტებმა ყოველწლიურ კონფერენციაზე საკუთარი კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

აღსანიშნავიარომ ეს კონფერენცია არის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კვლევითი კომპონენტის ნაწილირომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება ეძლევათგაიღრმაონ კვლევითი უნარ-ჩვევებიმათ შორისკომპლექსური სამედიცინო კვლევების დაგეგემვაგანხორციელებამიღებული შედეგების დამუშავებანაშრომის გამოსაქვეყნებლად მომზადება და მათი პრეზენტაცია.

მიმდინარე წელს გამართულ კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა თხუთმეტი ნაშრომი წარმოადგინეს. 

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილებატონი ნოდარ პაპუკაშვილიროგორც ბატონმა ნოდარმა განაცხადათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა არის ხარისხიანი სამედიცინო განათლების საუკეთესო და წარმატებული მაგალითი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტითავისი ასწლიანი ისტორიითარა მხოლოდ საქართველოსთვისარამედ მთელი რეგიონისთვის აკეთებს იმ საქმესრასაც განათლების და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს ინტერნაციონალიზაციის განვითარების კუთხითდიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა არის საუკეთესო და წარმატებული მაგალითიროგორ უნდა მისცე ხარისხიანი სამედიცინო განათლება სტუდენტს.

დღეს გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან კვლევებსრომელიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდაასეთ პროექტებს მუდმივად ექნება დიდი მხარდაჭერა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღნიშნული პროგრამის კურიკულუმი ითვალისწინებს სტუდენტებისთვის მეცნიერული კვლევის უნარების გაღვივებას და მათ დასწავლას. 

მეცნიერული უნარი გულისხმობს პრობლემებისადმი გლობალურ მიდგომასპრობლემის გარშემო არსებული ინფორმაციის მოძიებასანალიზსდასკვნების გამოტანას და მსჯელობას და ეს პროცესი საბოლოოდ სრულდება სამეცნიერო სტატიის მომზადებითა და მისი გამოქვეყნებითეს კონფერენციაც კვლევის დასწავლის ერთ-ერთი სტადიაარომელზეც სტუდენტები თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებს აკეთებენმინდა აღვნიშნორომ მათ ძალიან საინტერესო იდეები წარმოადგინესმიხარიარომ სტუდენტები ასეთი დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხებსეს უნარები მათი წარმატებული კარიერის პირობა გახდება, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა (იგი რექტორის უფლებამოსილებას განახორციელებს 2024 წლის 13 თებერვლიდან), პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

აღსანიშნავიარომ თსსუ-ში გამართულ კონფერენციაზე სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები მაღალი ხარისხის თანამედროვე კვლევებად შეფასდა.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმათსსუ-ის პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა აღნიშნარომ სტუდენტების სამეცნიერო პრეზენტაციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მეცნიერება მედიცინის პროგრესის მნიშვნელოვანი ნაწილიამოხარულები ვართრომ ჩვენი სტუდენტები შესანიშნავად ართმევენ თავს ამ პროცესსდღეს ჩვენ ვნახეთრომ აქ წარმოდგენილმა ნაშრომებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურაშეიძლება ითქვასრომ სტუდენტების სამეცნიერო პრეზენტაციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბადარწმუნებული ვარჩვენს სტუდენტებს ძალიან მალე უფრო ფართო ასპარეზზე მოუწევთ მსგავსი სამუშაოების განხოციელება და მოხარული ვარრომ ის გამოცდილებარომელიც მათ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში მიიღესხელს შეუწყობს მათი პროფესიონალიზმის გაღრმავებასგანვითარებას და შემდგომ აღიარებას“,- განაცხადა არჩილ უნდილაშვილმა.

კვლევის ამ ეტაპზერომელიც ორი სემესტრის განმავლობაში ფაზებად ხორციელდებასტუდენტებს კოორდინირებას უწევენ თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებირომლებიც აქტიურად არიან ჩართულები კვლევით-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

თანამედროვე მედიცინა არ არსებობს კვლევის გარეშეამ მოდულით ჩვენ ვცდილობთრომ სტუდენტებს გამოვუმუშაოთ ყველა ის უნარირაც თანამედროვე ექიმს სჭირდება კვლევის განხორციელებისთვის ან მისი გამოყენებისთვის პრაქტიკულ საქმიანობაში.

აღნიშნული კურსი სტუდენტებს ეხმარება ისეთი უნარების განვითარებაშიროგორიცაა  კრიტიკული აზროვნებამტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრაქტიკაში გამოყენებაკომუნიკაცია და სხვაამ უნარების განვითარებაშესაბამისადუკავშირდება ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესას და კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ექიმის პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმაასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ.

სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან სამეცნიერო კვლევებზე მუშაობასკურსის განმავლობაში ჩვენ მათ რამდენჯერმე ვაძლევთ კრიტიკულ შეფასებას და ვეხმარებითრათა ხარისხიანი კვლევის შედეგები მიიღონ

მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელებს იმისთვისრომ საშუალება გვეძლევამსგავსი ტიპის სამეცნიერო აქტივობები ჩავატაროთ“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ,,აღმოჩენის ფაზის კოორდინატორმანონა ჯანიკაშვილმა.

კონფერენციის ბოლოს სტუდენტებმა სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნესრომ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების ჩატარება არის პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველი.  

ვფიქრობკურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამეცნიერო კვლევის წარმოებისა თუ მისი გამოყენების შესახებ დაგვეხმარება კონკრეტული სამედიცინო შემთხვევებისასევე მათი გართულებების უკეთესად მართვაშივფიქრობყველა სტუდენტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ასეთ კვლევებშირადგან ეს არის სამედიცინო სფეროს განვითარებისასევე ჩვენი პროფესიონალ ექიმებად ჩამოყალიბების საფუძველი“, - განაცხადა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტმა ელენე შავგულიძემ.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში გამოვლინდნენ საუკეთესო პოსტერისა და მოხსენების ავტორები.

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.