მენიუ
News

თსსუ-ში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 7 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა შეხვედრა, რომელიც გახსნა შეხვედრის ორგანიზატორი სტუდენტური ორგანიზაციის - „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, თსსუ-ის სტუდენტმა, თორნიკე ფუტკარაძემ.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ: საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ასევე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ირმა ზავრადაშვილი და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი თამარ სანიკიძე.

ქალბატონმა ნინო წილოსანმა აუდიტორიას უამბო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის შესახებ, რითიც საქართველო შეუერთდა ამავე სახელწოდების მსოფლიო მოძრაობას.

მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მსმენელებს იმის შესახებ თუ რა კეთდება საქართველოში ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რა ცვლილებებია მიღებული საკანონმდებლო და სოციალური მიმართულებით. საუბარი შეეხო საყოველთაოდ ცნობილ, გახმაურებულ ფემიციდის ფაქტებსაც.

სტუდენტებს მიმართა ქალბატონმა ირმა ზავრადაშვილმა, მან აღნიშნა, რომ თავად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მიაჩნია, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს თავისი დიდი მისია აქვთ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაშიც.

შეხვედრაზე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღო ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაზეც ქალბატონმა თამარ სანიკიძემ ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

Information

Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!

Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.