11-15 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს ტრენინგების ციკლი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (GWOIE)“ წარმომადგენელბის მიერ.
ინსტრუქტორები: ბობ სმიტი და კერი სლატერი
სამუშაო შეხვედრების მიზანია: მონაწილე დაწესებულებების ადამიანური და მატერიალური რესურსების ბაზის განვითარება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GWU) ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (OIE) ცოდნა-გამოცდილების მეშვეობით.
პარტნიორ უნივერსიტეტებში პოტენციური მენტორებისა და ინსტრუქტორების Lean Startup-ზე დაფუძნებული სწავლებისა და მენტორინგის პროგრამების გაცნობა, რომელიც დაეხმარება პერსპექტიული მენტორების ორიენტირებას საქართველოს უნივერსიტეტებიდან Lean Startup-ის სტრუქტურასა და ჩარჩოზე, რომელსაც GW იყენებს ინოვაციებისა და მეწარმეობის ტრენინგებისა და სწავლების პროგრამების განხორციელებისას.
ტრენინგები ხორციელდება, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებულ პროექტის: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ ფარგლებში. მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინოსტრო და მსოფლიო ბანკი.
Are you interested to Participate in the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions of Georgia? Become an associate member of the conference!
Fill out the application form. Let's continue the tradition of this conference, which was established in 2019.