მენიუ
სიახლეები

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა

გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის -  „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას KTQ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი დაკვირვებისა და შეფასების KTQ  კრიტერიუმების გათვალისწინებით თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დადებითად შეაფასეს.  ორგანიზაციის მიერ მინიჭებული KTQ სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მომსახურების მაღალი ხარისხი, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე მენეჯმენტი და ხარისხის მართვა შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის მთელ გუნდს ამ მნიშნელოვან აღიარებას და წარმატებას უსურვებს მას. 

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.