მენიუ
სიახლეები

თსსუ-ში ჩატარდა კონფერენცია: ენდოკრინოლოგია, როგორც ხედვის ხელოვნება

 

2024 წლის 23 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია: „ენდოკრინოლოგია, როგორც ხედვის ხელოვნება“.

ღონისძიების თემატიკა მეტად საინტერესო და კრეატიული მიდგომების სინთეზს წარმოადგენდა და მოიაზრებდა მხატვრობის მსოფლიო შედევრებში ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების აღწერას.

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც სამედიცინო, ასევე სამხატვრო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ: ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე გორდელაძე; დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის ,,დიაკორი დამფუძნებელი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი და თსსუ-ის სტუდენტები

მომხსენებლებმა ნამდვილი მოგზაურობა მოაწყვეს მსოფლიოს მუზეუმებში, ენდოკრინოლოგის თვალით შეაფასეს და დაანახეს დამსწრე საზოგოდოებას ცნობილი მხატვრების ტილოები

ღონიძიება გაიმართა თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზატორებით.

 

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.