ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 8 წლის გახდა და საიუბილეო თარიღი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ერთად აღნიშნა.
დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან ერთად, 600-მდე სტუდენტის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და დღეს ქვეყნის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი, ინოვაციური და მაღალრეიტინგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 2016 წელს დაარსდა და ძალიან მალე გახდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელი. უნივერსიტეტი საბაკალვრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 10 აკრედიტებულ პროგრამას ახორციელებს, ჩარიცხული ჰყავს 10 000-მდე სტუდენტი, აქვს 100-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა და 500-მდე პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის ჰარვარდი, MIT, Apple, Microsoft და Amazon და სხვა.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი თბილისის ცენტრში ახალ კამპუსსაც აშენებს და მის გახსნას წლის ბოლომდე გეგმავს. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკები და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ახალი პროგრამები, უპრეცედენტო პროექტები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, პარტნიორობა მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური სამეცნიერო კვლევითი პროექტები 2025 წლიდან, BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება.
BTU მუდმივად ინოვაციური მიდგომებით ქმნის ახალ სტანდარტებს განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში, ეხმარება სტუდენტებს და მკვლევრებს ახალი ცოდნის მიღებაში და მსოფლიო მასშტაბით თანამშრომლობს წამყვან ორგანიზაციებთან.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.