2024 წლის 10 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში რიგით მეორე სტუდენტური AI ფორუმი ჩატარდა.
აღნიშნულ AI ფორუმში მონაწილეობას საქართველოს 10-მდე უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ. შეხვედრაზე დაიფარა სხვადასხვა აქტუალური თემები ბიზნეს ოპერაციებისა და პროექტების მართვის მიმართულებით, როგორიცაა: როგორ შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა ბიზნეს ოპერაციები? როგორ ვითარდება პროექტების მართვა 21-ე საუკუნეში? AI ეპოქაში ორგანიზაციის ოპერაციების მართვის ახალი მიდგომები და სხვა საინტერესო საკითხები.
ხელოვნური ინტელექტის სტუდენტური ფორუმი აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა სტუდენტს, რომელსაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის მიღება, კვლევებში მონაწილეობა, პროექტებში ჩართულობა და ახალი კავშირების დამყარება სფეროს მოწინავე ექსპერტებთან, ცოდნის გაზიარება და სხვა.
AI LAB-ის სტუდენტური ფორუმი შექმნილია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის AI Lab-ის ბაზაზე და მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებას ცალკეული ინდუსტრიებისთვის, ახალი ინოვაციური პროდუქტების შექმნას, AI-ს შესაძლებლობების ეთიკურად და უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქვეყნის ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში წვლილის შეტანას.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.