ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის - Harvard MOC Affiliate Network წევრობა განახლდა.
აღნიშნული წევრობის ფარგლებში უნივერსიტეტს სასწავლო პროცესში ჰარვარდის სასწავლო რესურსებისა და მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალება აქვს, როგორც „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკის“ მიმართულების კურსების, ისე სხვა საგნების ფარგლებში - ჰარვარდის რესურსების მიხედვით სწავლება BTU-ში 2023 წლიდან დაიწყო.
გარდა ამისა, წევრობის ფარგლებში აფილირებული წევრის სტატუსით, BTU-ს ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ჩქარეული სასწავლო ვიზიტით ჰარვარდში გაემგზავრება.
ასევე აფილირებული წევრის სტატუსით, BTU-ს გუნდს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს თემატურ სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, საერთაშორისო კოლაბორაციულ ინიციატივებსა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტების განვითარებაში.
MOC აფილირებული ქსელი 2002 წელს შეიქმნა და ამ ეტაპზე პარტნიორობა მოიცავს 100-ზე მეტ საგანმანათლებლო ინსტიტუციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ქსელის მისია და ხედვაა, ჩამოყალიბდეს ადგილობრივი შესაძლებლობები კონკურენტუნარიანობის შესასწავლად და გასაუმჯობესებლად.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.