ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ციფრული სააგენტო Quick • ქუიქი-ის პარტნიორობით BTU-ში მარკეტინგული ინოვაციების ლაბორატორია (Martech Lab) დაფუძნდა.
Martech Lab-ის მიზანია საქართველოს მარკეტინგული ბაზარი ტექნოლოგიურად მოწინავე ინდუსტრიად გარდაქმნას.
ლაბორატორიის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი, რომელშიც ჩართულია BTU-ს სტუდენტებისა და Quick-ის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდები. აღნიშნული გუნდები იკვლევენ მარკეტინგის ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევების პრეზენტაცია, რასაც სხვადასხვა კომპანიაში ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე მუშაობა მოჰყვება.
პროექტი ითვალისწინებს მარკეტინგის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების აღმოჩენასა და შეფასებას, მარკეტინგული პროცესების შესწავლას, აღმოჩენილი ტექნოლოგიების მათთან ინტეგრაციასა და ოპტიმიზაციის ანალიზს, ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო ტაქტიკების შემუშავებას, დატესტვას ანალიზსა და გაუმჯობესებას.
ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები იკვლევენ
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.