მენიუ
სიახლეები

შემოდგომის საერთაშორისო სკოლა - ,,კონსტიტუცია და კონსტიტუციის კრიზისი“

საერთაშორისო სკოლაკონსტიტუცია და კონსტიტუციის კრიზისიგანხორციელდა სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო პროექტისევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად: პრობლემები და გამოწვევებიფარგლებშისკოლის მიზანია კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, გაღრმავდეს კოლაბორაცია ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან, რათა კვლევისა და სწავლების პროცესი უფრო მეტად ინტერნაციონალური და ინტერდისციპლინური გახდეს.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ვარშავის, ბრემენის, კრაკოვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო    უნივერსიტეტების პროფესორებსა და  სტუდენტებს.

 

შემოდგომის სკოლაში სულ მონაწილეობა მიიღო  100 პირმა.

დაინტერესებულ პირთა ხელმისაწვდომობისთვის საზაფხულო სკოლის მიმდინარეობა  სრულად იქნა თარგმნილი უცხო ენათა ცენტრის ხელმძღვანელის მიერ. საზაფხულო სკოლის მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

საზაფხულო სკოლაში საჯარო ლექციები წაიკითხეს :

1.      ზდისლავ კრასნოდებსკი- ბრემენის უნივერსიტეტისა და ვარშავის კარდინალ შტეფან ვიშჩინსკის უნივერსიტეტის პროფესორი, კრაკოვის აკადემია "Ignatianum"- ის პროფესორი, ევრო-პარლამენტში ,,ინდუსტრიის, კვლევისა და ენერგეტიკის" კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე

2.      აგნეშკა ნოგალი-ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი

3.      მამუკა ბერიაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

4.      მინდია ოკუჯავა, სამართლის დოქტორი

5.      მაგდალენა გავინი- პროფესორი, ვარშავის უნივერსიტეტი

6.      ტომას ჰერბიჩი- პროფესორი, ვარშავის უნივერსიტეტი

7.      ირაკლი თაბორიძე- ასოცირებული პროფესორი, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი

8.      ქეთევან რჩეულიშვილი- დოქტორანტი

 

ქართული კულტურის გაცნობის მიზნით შემოდგომის სკოლის მონაწილეებისთვის ჩატრდა გასტრონომიული მასტერკლასები.

შემოდგომის სკოლის მონაწილეებისთვის ჩატარდა  შემოქმედებით-გაცნობითი ტური ანაკლია, განმუხური, რუხის ციხე, ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

შემოდგომია  სკოლა გალა ვახშამით დასრულდა.

 

პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა: 100

განხორცილების პერიოდი: საერთაშორისო შემოდგომის სკოლა დაიწყო 2024 წლის 12 სექტემბერს, დასრულდა 2024 წლის 18 სექტემბერს.

სურათები იხილეთ ლინკზე: https://www.facebook.com/reel/1282949196216750

https://www.facebook.com/photo/?fbid=864614378983275&set=pcb.864618375649542

https://www.facebook.com/photo/?fbid=866665842111462&set=pcb.866666125444767

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.