მენიუ
სიახლეები

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები საველე პრაქტიკაზე

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატისა და კათედრის მხარდაჭერით, 8 ნოემბერს ხელოვნების ფაკულტეტის 1 -ელი და მე-2 კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა საველე პრაქტიკული სამუშაო - ხატვა პლენერზე. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ხატვის პედაგოგი მაია მარგიანი. საველე პრაქტიკა მიზნად ისახავდა, რომ სტუდენტებს ჩამოჰყალიბებოდათ ღია ცის ქვეშ მუშაობის, გარემოზე დაკვირვების, პეიზაჟზე ჰაეროვანი და ხაზოვანი პერსპექტივების გადმოცემისა და სწრაფი, მყისიერი ჩანახატების შესრულების უნარ-ჩვევები. პედაგოგის მითითებით, სტუდენტებმა პლენერზე, პერსპექტივის კანონების გამოყენებით, არქიტექტურული ძეგლების ესკიზები შეასრულეს. ქალბატონმა მაიამ  ამომწურავად ისაუბრა და განუმარტა სტუდენტებს სახვით ხელოვნებაში პლენერზე მუშაობის საჭიროება. საინტერესო სამუშაოს შესრულების შემდეგ სტუდენტებმა პედაგოგთან ერთად ახლომდებარე ტაძრებიც მოლოცეს.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.