თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში (16-20 ოქტომბერი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ბუდაპეშტის რელიგიური კონფესიების საპიენტიას საღვთისმეტყველო კოლეჯის რექტორი, პროფესორი, მღვდელი ჯაკო ორს ფეერვარი და პრორექტორი, პროფესორი, მღვდელი ანდრეს გუბა.
18 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხელი მოეწერა ამ ორ სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობას.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოდგენილი იყო მისი რექტორის - პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სახით, ხოლო რელიგიური კონფესიების საპიენტიას თეოლოგიის კოლეჯი - მისი რექტორის, მღვდელ ჯაკო ორს ფეერვარის სახით.
მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ თსას-ის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, კათედრის გამგეები და სასწავლებლის მმართველი ორგანოების პასუხისმგებელი პირები.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, თსას-ისა და საპიენტიას საღვთისმეტყველო კოლეჯის წარმომადგენელთა შორის გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა. სტუმრები გაეცნენ საეკლესიო არქიტექტურის(ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის საქმიანობას. შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანს, დაკანოზ იოსებ ვანიძეს, ფაკულტეტის მოძღვარს, დეკანოზ შიო ბაკურიას, საეკლესიო არქიტექტურის კათედრის გამგეს, დეკანოზ ბესარიონ მენაბდეს, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგეს, პროფესორ მერაბ ბუჩუკურს. დაათვალიერეს სტუდენტთა ნამუშევრები: ხატები, არქიტექტურული მაკეტები, გრაფიკული ჩანახატები, ფერწერული ტილოები.
სტუმრებმა მოინახულეს ქუთაისის, მცხეთისა და თბილისის ღირსშესანიშნაობები, დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრისა და ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეები, გაეცნენ ჩვენი კულტურისა და მეცნიერების მნიშვნელოვან საგანძურს
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.