13 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯის დელეგაცია ეწვია. აღნიშნული შეხვედრისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამობრძანდა უნივერსიტეტის მფლობელი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი – ქანგ ჭენგი, რომელმაც სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამის უპრეცედენტო შეთავაზების ფარგლებში სასწავლო სტიპენდია დააწესა.
უნივერსიტეტ ჯიუ-ს ჰონგ-კონგის თუნგ ვას კოლეჯის დელეგაცია პრეზიდენტ სალი ჩენის ხელმძღვანელობით ესტუმრა. ჰონგ-კონგელ კოლეგებს ჯიუ-ში უმასპინძლეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს წარმომადგენლებმა, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტ ქანგ ჭენგისა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორის ელი ელისაშვილის ხელმძღვანელობით.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მასშტაბური განვითარების პერსპექტივები საგანმანათლებლო, კვლევითი, კულტურული და სხვა მიმართულებებით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ჰონგ-კონგის დელეგაციის წევრების შეხვედრა ჯიუ-ს სტუდენტებთან. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თუნგ ვას კოლეჯში სწავლის უპირატესობების, სასწავლო პროგრამებისა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტმა ქანგ ჭენგმა და პრეზიდენტმა სალი ჩენმა ჯიუ-ს სტუდენტებს აცნობეს სასიამოვნო სიახლე – პრეზიდენტ ქანგ ჭენგის მიერ ჯიუ-სა და თუნგ ვას კოლეჯის სტუდენტებისათვის სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე, რაც უნიკალური შესაძლებლობაა ექსკლუზიურად ჯიუ-ს სტუდენტებისთვის.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ მადლობას უხდის ჰონგ-კონგელ კოლეგებს თანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.