მენიუ
სიახლეები

თესაუს სტუდენტმა კრივში ჩეხეთის ეროვნული ლიგა მოიგო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა მმართველობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა მიესალმა.

რექტორმა აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს აქტუალურ საკითხზე სამეცნიერო მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კონფერენციაზე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამდე, აჯანყების შემდგომ ვითარებასა და თავად აჯანყებულების შესახებ, კვლევები და საარქივო მასალები წარმოადგინეს.

მომხსენებლებმა ისტორიულ ფაქტებზე, ოფიციალურ ჩანაწერებსა და თავად პროცესების მომსწრე ადამიანების ჩანაწერებზე დაყრდნობით, იმ რეპრესიების სურათი აღწერეს, რაც საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებამ მოუწყო ქართველ ინტელიგენციას, თავად-აზნაურობასა და მწერლობას.

კონფერენცია ჰუნანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ სიმაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.