მენიუ
სიახლეები

მეცნიერების საერთაშორისო დღე თესაუში

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თესაუში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა.

ჰორიზონტი ევროპას საგრანტო ოფისის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი "საპროექტო განაცხადის ძირითადი კომპონენტები და შეფასების კრიტერიუმები".

ტრენინგს უძღვებოდა ოფისის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი, ქეთევან შაშვიაშვილი.

თემაზე - "მეცნიერება - წარმატებული მეწარმეობის საფუძველი", ვორქშოპი ჩაატარა სამეცნიერო კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციების ცენტრმა.

 პრეზენტაცია ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა კევლიშვილმა და ფულბრაიტის პროგრამის წარმომადგენელმა შერონ სკანელმა გამართეს.

2024 წელს, საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტების ფარგლებში, კახეთის საჯარო სკოლებში ჩატარებული კვლევის შესახებ, " პროექტმეთოდის გამოყენების კვლევა დაწყებითი განათლების საფეხურზე" ანგარიშია წარადგინა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შორენა ძამუკაშვილმა. ხოლო თემაზე - "თელავის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინდუსტრიის სერვისების შესწავლა, ანალიზი და კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება" პრეზენტაცია გამართა სოციალურ მეხნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკუკტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ალადაშვილმა.

მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნუნუ გელდიაშვილმა გაუწია ორგანიზება.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.