მენიუ
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო დღეები იმართება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 25-30 სექტემბერს, უცხოელი პროფესორების ჩართულობით, სამეცნიერო დღეებს მასპინძლობს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე მოისმინონ როგორც საჯარო ლექციები, ასევე მონაწილეობა მიიღონ ვორქშოპებსა და დისკუსიებში.

სამეცნიერო დღეების ფარგლებში, KIU-ს მოწვევით, სტავანგერის უნივერსიტეტის (ნორვეგია) ბიზნესის სკოლის პროფესორი რობერტ კროეცბაუერი ახალგაზრდებს უკითხავს ინტენსიურ სალექციო კურსს სახელწოდებით – „მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით: სტრატეგიები და გამოყენების გზები“.

სალექციო კურსი ინტერაქციულ რეჟიმში ოთხ სესიად ტარდება და ახალგაზრდები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების გზით, სწავლობენ ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებისა და მექანიზმების სწორად გამოყენების მეთოდებს, რომლებიც ორგანიზაციების მართვის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ზრდას მაქსიმალურად უწყობენ ხელს.

სამეცნიერო დღეების ფარგლებში, KIU-ს მოწვევით სტუდენტებს ასევე ლექციას სახელწოდებით – „ციფრული და მდგრადი მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის ეკონომიკა‘‘ უკითხავს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი შტეფან მინერი. 

ლექციის ფარგლებში, ახალგაზრდები ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს როგორიცაა, მიწოდების ჯაჭვში ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის საშუალებით მართვის პროცესის მოქნილობისა და სისწრაფის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ მენეჯერებს ხელს უწყობს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაში.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებთან და მათთან პარტნიორობით სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს გაცვლით პროგრამებს, საჯარო ლექციებს, ვორქშოპებს, დისკუსიებსა და სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს.

KIU-ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.