ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრავალფუნქციური კომპლექსი – Kutaisi International University A Block-KIU, Cartu – უძრავი ქონების პროექტების გალა-დაჯილდოების – FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2024 წლის ოქროს გამარჯვებული გახდა.
ბათუმში გამართული დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, ოქროს ჯილდო ფონდ ,,ქართუს‘‘ პროექტების მართვის დირექტორს, ვახტანგ ცაგარელს გადაეცა.
FIABCI-Georgia-ს რიგით მეორე Prix d’ Excellence დაჯილდოებამ უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს უძრავი ქონების გამორჩეული პროექტები წელსაც სექტორის ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, პროექტები FIABCI მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგინონ.
აღსანიშნავია, რომ Kutaisi International University A Block-KIU ევროპული სტანდარტების შესაბამის აკადემიურ კორპუსს წარმოადგენს. ექვსსართულიან, 27.000 კვ.მ. ფართობის მქონე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სალექციო სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები, სამკითხველო დარბაზები.
ღონისძიებას, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი რამონ რიერა, FIABCI-ის ევროპის პრეზიდენტი ფელიჩე ტუფანო და სხვა მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.