ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში, მეორე საჯარო ლექცია გაიმართა. მოსწავლეების მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ლექცია თემაზე - „რა არის სამართლიანობა?!‘‘ კვლავ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ წაიკითხა.
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის პირველ ლექციას ახალგაზრდების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა და მასზე დარეგისტრირება ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა. შესაბამისად, ასეთ მოსწავლეებს უნივერსიტეტმა დამატებით შესთავაზა პროფესორ გიორგი ხუბუას ლექციის მოსმენის შესაძლებლობა.
მეორე საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკასა და საერთო სამუშაო სივრცეებს, რაც მნიშვნელოვანია მაღალი დონის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა იმერეთის რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახალი პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, ეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.