მენიუ
სიახლეები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თეთრი ხალათების ცერემონია 2024 გაიმართა

2024 წლის 15 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თეთრი ხალათების  ტრადიციული ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი.

პირველსემესტრელებსა და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა; დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ; პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და მე-6 კურსის სტუდენტმა ნანა გონჯილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დაჯილდოვების ცერემონია წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, „ერთობლივი მუშაობისა და პარტნიორობის” პრიზი გადაეცა ორგანიზაციას „ევროპა დონნა საქართველო“. სპეციალური სამადლობელი პრიზები გადაეცათ პედიატრიის, შინაგანი მედიცინისა და ქირურგიის ქლერქშიფების წარმომადგენლებს მათი უზადო შრომისთვის, რაც ხელს უწყობს პროგრამის ყოველწლიურ წინსვლას.

დაჯილდოვების შემდეგ, ფაკულტეტის წარმომაგდენლებმა და სტუმრებმა, პირველსემესტრელი სტუდენტები თეთრი ხალათებით შემოსეს და მიულოცეს სამედიცინო სფეროსა და საზოგადოებაში ინტეგრირება. ცერემონია დასრულდა ფიცის დადებით.

აღსანიშნავია, რომ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს.

თეთრი ხალათების ცერემონია, ასევე, გამოხატავს თსსუ-სა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის მტკიცე თანამშრომლობას და ხაზს უსვამს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ვალდებულებას, მიაწოდოს სტუდენტებს აშშ-ის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლება.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.