29-30 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით ჩატარდა რიგით XLIV (44-ე) რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია.
სესიის მონაწილეებს თესაუს რექტორის მოადგილე, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნანა მაჭავარიანი და ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი მიესალმნენ.
სესიაში მონაწილე მეცნიერებმა დიალექტოლოგიაში სხვადასხვა თემაზე დამუშავებული კვლევები წარადგინეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც მათი კვლევების შედეგად გამოიკვეთა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სესიას ორგანიზება რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნუნუ გელდიაშვილმა გაუწია.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.