მენიუ
სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია თესაუში

 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 13 თებერვალს გაიმართა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიეძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათ დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციაზე ენათა განვითარების აქტუალური ტენდენციები და პერსპექტივები გლობალურ მსოფლიოში“, მოხსენებები წარადგინეს თესაუს ქალმა მკვლევრებმა ( პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი, პროფესორი ნინო კოჭლოშვილი, ასოცირებული პროფესორი შორენა ლაზვიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნახუცრიშვილი, ასოცირებული პროფესორი სედა ასატუროვი, ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე, ასოცირებული პროფესორი ელენე ფილაშვილი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან შაშვიაშვილი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი შორენა წიგნაძე, ასისტენტ-პროფესორი მედეა მეტრეველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკატერინე წულაძე (ხელმძღვანელები: პროფ. მანანა ღარიბაშვილი; პროფ. ნუნუ გელდიაშვილი).

კონფერენციას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა ჭკადუა, რომელმაც მეცნიერ ქალებს მიულოცა მეცნიერების საერთშორისო დღე და უსურვა შემდგომი წარმატებები.

 

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.