მენიუ
სიახლეები

90 წელი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს — ცოდნა ცხოვრებისათვის!

2025 წლის 16 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
საიუბილეო ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა — რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის, მიმოიხილა გორის უნივერსიტეტის 90 წლიანი ისტორია და თანამედროვეობა. ასევე თავის მისასალმებელ სიტყვაში ბატონმა რექტორმა წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სპეციალური მილოცვა, რომელიც უნივერსიტეტის წარმატებასა და მისი განათლების მისიის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას შეეხებოდა.
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს:
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, რომლემაც დალოცა უნივერსიტეტი, შეკრებილი საზოგადოება მიულოცა საიუბილეო თარიღი და წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წერილობითი გზავნილი, რომელიც დიდ სითბოს, სულიერ სიტყვებსა და საგანმანათლებლო ფასეულობების აღიარებას შეიცავდა.
• საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრობის მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ
• საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მარიამ ლაშხმა
• საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი გაბუნიამ
• პარლამენტის წევრმა, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ
• შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბატონმა სიმონ გულედანმა
• გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით რაზმაძემ
• ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ტიტე არეშიძემ
• სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ
• იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა შალვა ჭკადუამ
• აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა
• ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონმა მირიან ხოსიტაშვილმა
საკანონმდებლო, აკადემიური და კულტურული წრეების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტს მიულოცეს ეს გამორჩეული თარიღი და აღნიშნეს, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო კერაა, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ხელსაწვდომია ყოველი სტუდენტისთვის, მეცნიერისთვის, ხელოვანისთვის.
ღონისძიების დასასრულს გორის უნივერსიტეტის რექტორმა სპეციალური საიუბილეო მედლები გადასცა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მარიამ ლაშხს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი გაბუნიას, პარლამენტის წევრს, აკადემიკოს გიორგი სოსიაშვილს.
საიუბილეო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი. გორის უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს და გუნდის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო წიკლაურს, ემოციური და ღირსეული შემოქმედებისთვის.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.