გაცნობებთ, რომ 2026 წლის 17 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია თემაზე: „ივანე ჯავახიშვილი და ქართული უნივერსიტეტი: უმაღლესი სამედიცინო განათლების სათავეებთან“.
ლექცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს.
ლექციას წაიკითხავს თსსუ-ის ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, აკადემიკოსი რამაზ შენგელია.
ღონისძიება ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, პირველ საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33)
გთხოვთ, მობრძანდეთ და დაესწროთ ლექციას.
გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?
გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.