მენიუ
სიახლეები

სტუ-ში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-19 სხდომის ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია გაიმართა.

სტუ-ში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-19 სხდომის ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია გაიმართა.
საერთაშორისო მასშტაბის ფორუმმა საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღები პირები, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები გააერთიანა.
კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ინსტიტუციური პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა და უნივერსიტეტებს შორის გრძელვადიანი, მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.
ფორუმი მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების რეფორმების, ინსტიტუციური განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას, რექტორებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შორის პირდაპირი დიალოგის გაძლიერებას, აგრეთვე ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მყარი საფუძვლის შექმნას.
ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.