მენიუ
სიახლეები

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს

2023 წლის 30 ოქტომბერს კონსერვატორიაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა, ხმას აძლევდა აკადემიური საბჭოს ექვსი წევრი ფარული კენჭისყრით. ხმათა უმრავლესობით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნა ბატონი გიორგი შავერზაშვილი.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია ულოცავს ბატონ გიორგი შავერზაშვილს არჩევით თანამდებობაზე დანიშვნას და უსურვებს ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.