მენიუ
სიახლეები

2023 წლის 22 სექტემბერს პროექტის IN GLOBAL (Enhancing Knowledge of the EHEA and Global dialogue) ფარგლებში სამუშაო შეხვდრა შედგა

Bologna Follow-up Group (BFUG)  გადაწყვეტილებით EHEA-ს (European Higher Education Area) პროექტის IN GLOBAL (Enhancing Knowledge of the EHEA and Global dialogue)  ფარგლებში შეიქმნა ფოკუს ჯგუფი, რომლის სამუშაო შეხვედრაც შედგა 2023 წლის 22 სექტემბერს. ხსენებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა დაინტერსებული მხარეები, მათ შორის საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციაც.  ხსენებული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ბოლონიის პროცესის მინდინარეობის საკითხები, ღირებულებები, შედეგები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. სამუშაო ფორმატში განხილულ იქნა, თუ რა გავლენა ჰქონდა ხსენებულ პროცესს წევრ ქვეყნებში უმაღლესი განათლების სისტემებზე და როგორ შეიძლება არსებული შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესება.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავაცანით საქართველოში ბოლონიის პროცესის შედეგები, ასევე საუბარი შეეხო სახელმწიფო უწყებების, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე უნივერსიტეტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების პროცესში ეფექტური ჩართულობის საკითხს. დეტალურად იქნა განხილული, თუ რა ფორმით მონაწილეობენ ხსენებულ პროცესში სხვადასხვა ორგანიზაციები, რა ნაბიჯები გადაიდგა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხსენებულ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ამაღლების  მიზნით. ასევე, რა ეროვნული/რეგიონული აქტივობები გაიმართა და როგორ იყო ხსენებული აქტივობების შედეგები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ჩართული დაინტერესებული მხარეების კონსულტაციებისა თუ დასკვნების გათვალისწინების მექანიზმებს, როგორც უშუალოდ პროცესში ასევე პოლიტიკის შექმნის ეტაპზე. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩვენი, ასევე ფოკუს ჯგუფის სხვადასხვა მონაწილის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ინფორმაცია

გინდა მიიღო მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში?

გახდი კონფერენციის ასოცირებული წევრი! შეავსე განაცხადი. ერთად გავაგრძელოთ ამ დიდებული კონფერენციის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს.